29 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ მოქალაქეებთან შეხვედრებს და პროგრამების წარდგენას აგრძელებენ

მოქალაქეებთან შეხვედრების პარალელურად, საკუთარი პროგრამული პრიორიტეტების შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს "სტრატეგია აღმაშენებელი". დღეს, პარტიამ განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ ეროვნული თანხმობის დეკლარაცია წარმოადგინა.

მოქალაქეებს კარდაკარის პრინციპით ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად შეხვდა დავით ბაქრაძე. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ავლაბრის მაცხოვრებლებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო.

ამომრჩეველს კახეთში ხვდება "ერთიანი საქართველოს" ლიდერი. ნინო ბურჯანაძემ გურჯაანის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. პარტიის ლიდერმა რეგიონში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" კი დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩეველს შეხვდა. გაერთიანებამ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ამომრჩეველთან შეხვედრას ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძეც დაესწრო.

მეტ ადამიანთან კომუნიკაციის მიზნით, "ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა დავით სერგეენკომ ტრადიციული შეხვედრის ნაცვლად საბურთალოს ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. 

კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ღვინის მწარმოებლებს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვდა. დისკუსიის რეჟიმში შეხვედრის სტუმრებმა სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

 

 



დღის ამბები