29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ბრიტანული კომპანია Survation-ის კვლევის შედეგებს პოლიტიკოსები აფასებენ

პოლიტიკურ პარტიებში Survation-ის კვლევის შედეგები აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. მმართველი გუნდის კანდიდატები თვლიან, რომ საზოგადოებრივი განწყობა რეალობას ასახავს. ოპოზიციაში კი უფრო მეტის მოლოდინი აქვთ, ვიდრე ეს ამ დროისთვის კვლევის შედეგებმა აჩვენა.

Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ექვსივე ოლქში ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი არჩევნების დღეს ხმების განსხვავებულ გადანაწილებას ელოდებიან და ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს სხვა შედეგი ექნებათ.

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია გამოკითხვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. საველე სამუშაოები 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და 1808 რესპონდენტი გამოიკითხა.

გამოიკითხნენ მაჟორიტარულ ოლქებში მცხოვრები 18 წელს ზემოთ მყოფი ასაკის რესპონდენტები. კვლევის ცდომილება 6%-ია. 

დღის ამბები