29 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
საერთაშორისო კომპანიის დასკვნა - 1:200 000-იანი რუკის გამოყენება ქართული მხარის პრეტენზიას კიდევ უფრო განამტკიცებდა

საკუთარ პოზიციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დღეს იმ ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს, რომელიც უწყების დაკვეთით საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა და ექსპერტებმა დადეს. უცხოური კვლევითი ორგანიზაციების დოკუმენტს დიპლომატიური უწყება არ ასაჯაროებს, თუმცა მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ დასკვნის მიხედვით, 1:200 000-იანი რუკის გამოყენება ორი ქვეყნის სადელიმიტაციო-სადემარკაციო მოლაპარაკების პროცესში ქართული მხარის პრეტენზიას კიდევ უფრო განამტკიცებდა.  

საქართველოს დიპლომატიურ უწყებას ქმედებები დაუწუნეს ოპოზიციაში. "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის მიუღებელია უცხოელი ექსპერტების ჩართვა, რადგან ფიქრობენ, რომ ორი სახელმწიფოს საზღვრის დადგენის პროცესი შიდა საკითხია და ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს. 

დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის პოლიტიკურ დღის წესრიგთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ მმართველ პარტიაში. 

რუკას, რომელმაც შესაძლოა ორი ქვეყნის საზღვრის დადგენის პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს, უკვე  აზერბაიჯანული მხარეც სწავლობს.

საქმის ახალი მასალები ქართულმა მხარემ ოფიციალურ ბაქოს რამდენიმე კვირის წინ გადასცა. საკითხთან დაკავშირებით, მეზობელი ქვეყნის პოზიცია კომისიის მომდევნო შეხვედრაზე იქნება ცნობილი. 

დღის ამბები