29 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
გაიმართება თუ არა გარეჯის საქმეზე სინოდის სხდომა - სასულიერო პირებს მიმდინარე გამოძიებასა და საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ

გარეჯის საქმეზე შესაძლოა სინოდის სხდომა მოიწვიონ, თუმცა საპატრიარქო ჯერ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის ძირითადი ის არის, რომ პრობლემის ცენტრში ორი ადამიანია. საუბარია ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე. ზოგიერთმა ეპისკოპოსმა მათ ბოდიშიც კი მოუხადა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი კი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ორ ადამიანზე არ უნდა იყოს და მინიშნებებს ყოფილ მთავრობაზე აკეთებს.

იოანე გამრეკელი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებასა და არჩევნებს შორის კავშირს ვერ ხედავს.

მიტროპოლიტი იოანე იმაზეც აკეთებს მინიშნებას, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ 2 ადამიანზე არ უნდა იყოს, რადგან პროცესებში ყოფილი მთავრობაც მონაწილეობდა.

 

დღის ამბები