29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"რემდესივირი" ქვეყანაში სულ რაღაც 2-3 კვირაში შემოვა - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პრეპარატი "რემდესივირი" საქართველოში თვის ბოლომდე იქნება. 

"არ მინდა იყოს განცდა, რომ "რემდესივირის" შემოტანა მთავარი გამოსავალია ამ საქმიდან. "რემდესივირი" ჩვენს ქვეყანაში სულ რაღაც 2-3 კვირაში შემოვა, ის რეკომენდებულია, თუმცა რთულად იშოვება. საქართველომ კი ეს მოახერხა და თვის ბოლომდე გვექნება. რაც შეეხება მონოკლონურ ანტისხეულებს, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, რადგან ის ხლა გადის კლინიკურ გამოცდებს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო.

ჩვენი ცენტრი კვლევაში ჩაერთვება, რომელიც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაიწყება. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ფართო გამოსავალი, ეს უბრალოდ ლეტალობის მაჩვენებლებს შეამცირებს. ეს გამოსავალია მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები