29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა არ დგას

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ინფექციის გაზრდის პარალელურად, მკურნალობის პროცესში ახალ-ახალი კლინიკები ერთვებიან.  ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ კლინიკების რაოდენობა 36-მდეა გაზრდილი, თუმცა კიდევ 5-ის დამატება იგეგმება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მობილიზების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. 

"თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ამის საჭიროება ჯერ საქართველოში არ ჩანს, რამეთუ 3 000 საწოლი მობილიზებულია და ამ მომენტში, საწოლების ნაკლებობა არ არის. ყოველთვის არის თავისუფალი ადგილები, სადაც შეიძლება პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალიზება სჭირდება, მოთავსდეს.

ერთადერთი სერიოზული შეფერხება იყო 2-3 კვირიანი აჭარის რეგიონში სექტემბრის შუა რიცხვებში, როლითაც ხშირად აპელირებენ ჩვენი ოპონენტები, რომ აი იქ, მაშინ აჭარის რეგიონში გვიანდებოდა ტესტირების პასუხი, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაცია, გვიანდებოდა ექიმებთან ვიზიტი და სხვა. იყო ეს, მაგრამ იყო ერთ რეგიონში მხოლოდ და იყო სულ 2-3 კვირით. ის სიტუაცია, რომელიც აჭარაში ის 2-3 კვირა იყო, ის სიტუაცია 7-8 თვეა დანარჩენ ევროპაშია. იქ სულ ასეთ სიტუაციაა. მაგრამ ეს ჩვენთან არ უნდა განმეორდეს, ჩვენ აქამდე მივდიოდით სულ საუკეთესო პრაქტიკის მაჩვენებლებით და იყო სექტემბერში ასეთი შეფერხების, ჩავარდნის პერიოდი, ახლა ეს გამოსწორებულია, ახლა ყველაფერი იმართება ადექვატურად და კონტროლს ექვემდებარება," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები