29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა. გაერთიანების ლოდერებმა ელექტორატს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მოსახლეობასთან შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც ესწრებოდა.

გაერთიანების ლიდერთა განმარტებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერმანენტულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

"ჩვენ შემოვივლით მთელ საქართველოს და კამპანიის ფარგლებში ვგეგმავთ ძალიან დიდ და ფართომასშტაბიან აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა ხელისუფლებამ, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის სამ კვირაზე ნაკლები აქვს დარჩენილი, კარგად დაინახოს არამხოლოდ ჩვენი ძალა, არამედ ის ერთიანობა, რომელიც ამომრჩეველში სუფევს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"წინასაარჩევნო გარემო, ვხედავთ, რომ არის უმძიმესი. ხელისუფლება გადასულია პირდაპირ ძალადობაზე ოპოზიციის წინააღმდეგ და ყოველდღე რამდენიმე ძალადობის ინციდენტს აქვს ადგილი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გაამყარებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, 31 ოქტომბერს უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.

"პრობლემები დიდუბე-ჩუღურეთში და დიღმის მასივში არის იგივე, რაც არის მთელ ქვეყანაში, მზარდი ფასები, ინფლაცია, უმუშევრობა. მთავარი პრობლემა, უმუშევრობა, დიდუბეშიც, ჩოხატაურშიც და მარნეულშიც ყველგან არის ერთნაირი,"- პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებიდან "გირჩი" ზურაბ ჯაფარიძე.

 

დღის ამბები