29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ხატისოფელში ფერმერებს შეხვდნენ

ხატისოფელში "ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფერმერებს შეხვდნენ. მიზანი ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო რეგულირებისა და მხარდაჭერის მექანიზმების გაცნობა იყო.

"ჩვენი სამინისტრო არის ზუსტად ხალხის დახმარებისთვის მომართული და ფერმერების საჭიროებებზე ორიენტირებული. ამიტომ, ჩვენ გვაქვს რეგულარულად შეხვედრები ფერმერებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ გავიგოთ მათი პრიორიტეტები, მათი საჭიროებები, პრობლემები მათ შორის და ვისაუბროთ ასევე იმ გადაწყვეტის გზებზე, რომელიც ფერმერების მდგომარეობას გააუმჯობესებს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

დღის ამბები