29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ჩემი მთავარი კონკურენტი გია ვოლსკია, ამას Survation-ის კვლევაც ადასტურებს - ანა დოლიძე

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ "დღის კურიერის" ეთერში მათი პარტიის საგარეო კურსზე განაცხადა, რომ ის და მისი პარტია არასოდეს შეეგუება საქართველოს ოკუპაციას. 

"მიდგომა, რომ ორი რუსეთი არსებობს, ვფიქრობ გამართლებულია. ჩვენ როგორც ერს, არასოდეს გვქონია ინდივიდებთან პრობლემა, თუმცა ოკუპაციასთან შეგუება აბსოლუტურად დაუშვებელია. შესაბამისად, ის რაც არ კეთდება ამ ხელისუფლების პირობებში, უნდა გავაგრძელოთ დეოკუპაციის პოლიტიკა. ასევე მეორე და მნიშვნელოვანია კვიპროსის განვითარების მოდელი, რომელზეც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. ანუ, ჩვენ თუ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მაშინ თავისთავად მოხდება ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ოკუპირებულები არიან, საქართველოში გაერთიანებას მოინდომებენ. 

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, აუცილებელია ამ ქვეყანაში წარმოების ამუშავება და მე, როგორც შემდეგი პარლამენტის წევრი, ვიქნები მუხტი ამ პოლიტიკის ამუშავებისთვის. ჩვენ აქტიური საინვესტიციო პოლიტიკა უნდა გვქონდეს, ამას კი დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება მე მაქვს 6 პუნქტიანი ხედვა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ასევე, მე ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე, რომ შევცვალოთ წყლის ინფრასტრუქტურის კანონმდებლობა. თუ არ არის სახელმწიფო, მაშინ იგებს ის, ვინც ძლიერია. ამასთან, უსერიოზულესი თემა არის კრიმინალი და ნარკომანია. როდესაც დავდივარ ჩემს ოლქში ვხედავ, როგორც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს, ასევე ნარკოდამოკიდებულების ძალიან მძიმე შედეგებს, ამასთან დაკავშირებით მე ცალკე ბრძოლა მაქვს წარმართული,"- აღნიშნა ადა დილიძემ. 

ანა დოლიძემ მის მთავარ კონკურენტად გიორგი ვოლსკი დაასახელა.

"ჩემი მთავარი კონკურენტი გია ვოლსკია, ამას Survation-ის კვლევაც ადასტურებს. მე კრიტიკულად ვარ განწყობილი ამ კვლევის მიმართ გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იმხელა თავდასხმები მოდის ახლა ჩემზე, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ რაღაცას მნიშვნელოვანს ვაკეთებთ." განაცხადა ანა დოლიძემ. 

 

დღის ამბები