29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"თავისუფალი საქართველოს" არჩევის შემთხვევაში მედიკამენტების ფასი 70-80%-ით გაიაფდება - თენგიზ ომანაძე

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "თავისუფალი საქართველო", თენგიზ ომანაძე ქვეყნის და მათ შორის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარ პრობლემად უკონტროლო საიმიგრაციო პოლიტიკას ასახელებს.

მისი თქმით, ერთადერთი პარტია, რომელიც მსგავსი საკითხებით დაინტერესდა და ყურადღება გაამახვილა, პარტია "თავისუფალი საქართველოა."

ასევე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც "თავისუფალი საქართველო" იზრუნებს, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ლეგალიზებაა, რომლის მეშვეობითაც, მეტიკამენტები გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის. როგორც თენგიზ ომანაძე ამბობს, "თავისუფალი საქართველოს" არჩევის შემთხვევაში, მომდევნო თვიდან, მედიკამენტების ფასი 70-80%-ით გაიაფდება.

"დიდუბის შემთხვევაში და უფრო მეტად ალბათ ჩუღურეთის შემთხვევაში თუ ვისაუბრებთ ამაზე, ეს არის ის პრობლემა, რაც უკავშირდება საქართველოში უკონტროლო საიმიგრაციო პოლიტიკას, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ჩუღურეთელებისთვის, რომლებიც ახლა ალბათ გვისმენენ და დამეთანხებიან, რომ თბილისის, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე ქართულ წარწერას ვერ ნახავთ და საღამოს ძალიან გაგიჭირდებათ, რომ ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანიც კი ნახო. ეს ზოგადად არის პრობლემა, საემიგრაციო პოლიტიკა. თუ ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ დიდუბის კონტექსტში და ზოგადად ფართო კონტექსტში, უკონტროლო საიმიგრაციო პოლიტიკა იქცა რეალურ პრობლემად ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ იცით, რომ მაგალითად ცენტრალურ მაგისტრალს აშენებენ ჩინეთიდან ჩამოყვანილი მუშები, მაშინ როდესაც ჩვენი უმუშევრები ესპანეთში, იტალიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ ხოლმე თავშესაფარს, იმისთვის, რომ იშოვონ სამსახური. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი პროგრამის შეეხება სწორედ ამ ტიპის შეზღუდვების დაწესებას, რაც არის შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული და ზოგადად ამ პრობლემის მოგვარებასთან, რაც უკავშირდება უკონტროლო იმიგრაციას," - განაცხადა თენგიზ ომანაძემ

დღის ამბები