29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძეს ცხელება გუშინ დაუფიქსირდა. ტესტირების შემდეგ კი დღეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. როგორც ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, მერაბ კვიცარიძე ბოლო დღეებში საკრებულოში არ დადიოდა.

იმერეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა.

დღის ამბები