29 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
"დღის კურიერის" ეთერიდან ლევან სამუშიამ გია ვოლსკი დებატებში გამოიწვია

"ლელოს" პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ლევან სამუშიამ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი, "დღის კურიერის" ეთერიდან დებატებში გამოიწვია.

"მინდა უშუალოდ ჩემ კონკურენტს, გია ვოლსკის მივმართო. ნუ ეშინია, დაჯდეს დებატებში. მე მას ცივილურად დავუდასტურებ, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო ხელისუფლებამ ქვეყანა და რა უბსკრულისკენ მიაქანებს. მოქალაქეებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, 31 ოქტომბერს რუსული ოცნება, "ქართულ ოცნებად" წოდებული ხელისუფლებაში აღარ იქნება,"-განაცხადა ლევან სამუშიამ. 

ლევან სამუშიამ გადაცემაში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რაიონში უკიდურად მძიმე ინფრასტუქტურული და სოციალური მგდომარეობაა.

"დიდუბე-ჩუღურეთი არ არის ცალკე აღებული კუნძული სადაც არის განსხვავებული პრობლემები. ყველგან შექმნა "ქართულმა ოცნებამ" პრობლემები, მაგრამ თუ დიდუბე-ჩუღურეთის მაგალითადან ამოვალთ, არის უკიდურესი სიდუხჭირე, სამუშაო ადგილების არ ქონა, ინფრასტრუქტურის არ არსებობა. ინგრევა სახლები, პატრონი არ არის საერთოდ. ნარკომანიის წარმოუდგენლად დიდი პრობლემაა. კორუფციამ და ნეპოტიზმმა შეჭამა ქვეყანა და გამოსავალი არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრება და "ლელოს მარშალის გეგმა,"-განაცხადა "დღის კურიერში" ლევან სამუშიამ. 

 

დღის ამბები