29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
covid - 19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სპეციალისტებისთვის საყურადღებოა სამი წერტილი, მათ შორის არის თბილისიც და აქ არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

სამუშაო ჯგუფი ამ ეტაპზე არ აპირებს შეზღუდვების დაწესებას დედაქალაქში, თუმცა მოსალოდნელია რეგულაციები საჭიროების შემთხვევაში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, მსოფლიოში სერიოზული პანდემიაა და ვაქცინამდე დაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ პირბადეა.

ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს საყურადღებოა ყველაზე ძალიან სამი რეგიონი და მათ შორის დედაქალაქი რა თქმა უნდა, სადაც დღეს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი შედეგი. ასევე მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში, რომელიც ძირითადად ქუთაისის ხარჯზეა. სერიოზული დაავადებაა და მილიონი ადამიანი უკვე შეიწირა.  ეს იქნება კიდეც უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი - ეს ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კორონა გადაასწრებს მათ, ამიტომ სეროზული პანდემიაა მსოფლიოში, სანამ იქნება ეთიოტროპული წამალი, რჩება მხოლოდ პირბადე, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვიხმაროთ პირბადე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები