29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ბოლნისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბიდან კომპიუტეული ტექნიკა მოიპარეს

ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ ბოლნისში, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბში, რომელიც გვიან ღამით გატეხეს. წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა. 

"კაფიდან გადავიდნენ, გატეხეს უკანა კარი, სადაც დამონტაჟბულია კარგი ხილვადობის ვიდეოკამერა. ჩაამსხვრიეს მინა, გააღეს კარი, წაიღეს ორი ლეპტოპი. გატეხეს კარადები, არ ვიცი ზუსტად რა არის კარადებიდან გამოღებული, მაგრამ ლეპტოპებში გვქონდა ინფორმაცია კახას საარჩევნო შტაბის შესახებ,"-უთხრა "კურიერს" კახა ოქრიაშვილის ბოლნისის საარჩევნო შტაბის უფროსმა ლალი ციხელაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრები დანაშაულის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. 

"ეს არი გაგრძელება იმ დაუსჯელობის, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მიერ და კრიმინალური ჯგუფები ახდენენ ოფისების გარბევას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. ეს უკვე მეორე ფაქტია რომელიც ჩვენ ოფისზე მოხდა და ეს პირდაპირ ხელს უშლის ჩვენს საქმიანეობას,"- აცხადადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის საარჩევნო შტაბის უფროსი ნოდარ იმნაძე.

დღის ამბები