29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს.

ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, საწოლების მობილიზების კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აქტიურად მუშაობს.

"დღეს გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაფიქსირდა საქართველოში და გვყავს 680 ინფიცირებული. მნიშვნელოვანია, რომ სტაბილიზაცია აჭარაში კვლავ შეინიშნება და აჭარის რეგიონში გვყავს 189 ინფიცირებული. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალაქში და 297 ინფიცირებული გვყავს ამ დროისთვის. იმერეთში სიტუაცია კვლავ კონტროლირებადი რჩება და 150 ინფიცირებულია. დღეის მდგომარეობით საწოლების მობილიზაციის კუთხით კვლავ აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ამ ეტაპისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა გვაქვს, თუმცა, ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და მობილიზებული იქნება საჭიროების შემთხევაში, 2000-მდე საწოლი. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმატებულად ფუნქციონირებს ოჯახის ექიმების კონსულტაციები პაციენტებთან და ასევე კოვიდსასტუმროების ფუნქციონირება. აქტიური პაციენტების უმეტესობა მკურნალობს როგორც კოვიდსასტუმროში, ასევე ბინაზე. ამ ეტაპისთვის მხოლოდ კლინიკაში განთავსებული არის 2200-მდე პაციენტი, რომელიც გადის ინტენსიურ მკურნალობას კოვიდის მიმართულებით კლინიკის სივრცეში.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პაციენტები როგორც ინფიცირდებიან, ასევე ჯანმრთელდებიან და გუშინ მხოლოდ აჭარაში გვყავდა 207 გამოჯანმთელებული, ამას ეწოდება ჯანდაცვაში საწოლბრუნვა. გამომდინარე აქედან, ინფიცირებულების მატება აუცილებელ შემთხვევაში არ გამოიწვევ საწოლების დეფიციტს. ჩვენ გვაქვს მობილიზებული 3500-მდე საწოლი ამ ეტაპისთვის და 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. არიან სატრიაჟე სივრცეშიც პაციენტები, რომლებიც ელოდებიან კოვიდის პასუხს, ან ელოდებიან ექიმის დამატებით ჩარევას იმისთვის, რომ გადაყვანილები იყვნენ სხვა პროფილის საავადმყოფოებში," - განაცხადა ტიკარაძემ.

დღის ამბები