29 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
სავალუტო ფონდი მომდევნო წლებში საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება.

ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი სერბეთი და სომხეთი მოდიან.

დღის ამბები