29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"ქართული ოცნება" 63% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 14%  - Survation-ის კვლევა ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში

"რუსთავი 2-ის" მიერ ბრიტანული კომპანია Survation-ისთვის დაკვეთილი კვლევა, დღეს კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა.

ამჯერად კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა : დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი - ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი.

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებულია, რომ იღებს მონაწილეობას - 75 %

ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 5%

50-50- 15%

არ მიიღებს მონაწილეობს - 4%

არ იცის ან უარი პასუხზე - 1%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

სამველ მანუკიანი (ქართული ოცნება) - 59%

არსენ კარაპეტიანი (ევროპული საქართველო) - 19%

ენზელ მკოიანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 14%

მელიქ რაისიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 5%

არტაშეს აკოფიანი (პატრიოტთა ალიანსი) - 3%


დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება - 63%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 14%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 8%

ევროპული საქართველო - 6%

პატრიოტთა ალიანსიც - 6%

ერთიანი საქართველო - 2%

ლეიბორისტული პარტია - 1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი.  კვლევის ცდომილებაა 6%.

დღის ამბები