29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
არჩევნების წინ იქნება თუ არჩევნების მერე, მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიებისთვის კარგი დრო არ არსებობს - ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გამოსაძიებლად საუკეთესო დრო არ არსებობს.

როგორც ნოღაიდელი ამბობს, მისი პოზიცია საკითხზე გამოძიება მალე დასრულდეს.

"ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიებისთვის კარგი დრო არ არსებობს. არჩევნების წინ იქნება, არჩევნების მერე, ერთი თვის შემდეგ, 4 წლით ადრე, ეს საკითხი ყოველთვის რთული და მძიმე იქნება. აქ, ჩემი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ ზუსტად ერთი და იგივე პოზიცია, არჩევნების წინაც და შემდეგაც. საქართველოს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ჩვენ ვერ შევიცვლით პოზიციას იმის მიხედვით, ახლა წინასაარჩევნო პერიოდია. თუ შემდეგ. პოსტსაარჩევნო პერიოდი იქნება. ჩემი პოზიციაა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება და გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ყველა კითხვაზე პასუხი და მტყუან-მართალი დეტალურად იყოს გარკვეული. სულაც არაფერში მჭირდება, რომ რამე კითხვის ნიშანი ისმებოდეს ჩემს მიმართ," - აღნიშნა ნოღაიდელმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები