29 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების საკითხი, უშიშროების საბჭოზე არ განგვიხილავს - ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღის "კურიერის ეთერში" მისი პრემიერობის დროს აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების პროცესზე ისაუბრა და განცხადა, რომ ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე არ განხილულა:

"მომმართა კითხვებით გამოძიებამ, რომ 2005 -2006- 2007-ში თურმე შეთანხმებულა სამი სხვადასხვა ოქმით ეს მონაკვეთები, მაგრამ ეს, თუ არ ვცდები, ბოლომდე შეთანხმებული არაა, წინასწარი შეთანხმებაა, იურიდიულად ეს არ ვიცი რას ნიშნავს. უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის, რასაც ჰქვია განხილვა, არ ყოფილა. თუ იყო ეს საკითხები, მხოლოდ როგორც შეთანხმებული საკითხი, როცა ყველა უწყებასთან შეთანხმებულია და ვთქვათ ავტომატურად მტკიცდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უშიშროების საბჭოზე არ განხილულა და არ მახსოვს, რომ შეთანხმებულიც ყოფილიყო," - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

კითხვაზე, თუ პრემიერ-მინისტრთან არა მაშინ ვისთან შეიძლებოდა შეთანხმებულიყო ასეთი საკითხები, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მსგავსი ექსკლუზიური უფლებამოსილებები აქვს პრეზიდენტს.

"ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია და შესაბამისად, ის ვალდებული არ იყო ამ საკითხის ვინმესთან შეთანხმებაზე. უშიშროების საბჭოზე ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილავს," - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.

დღის ამბები