29 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
მაშინდელი ჩემი კოლეგების განმარტებები დღეს ცოტათი მაცვიფრებს, მათ შორის, სააკაშვილისაც - ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას აცვიფრებს მისი ყოფილი კოლეგების განცხადებები დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ნიღაიდელმა "დღის კურიერში" განაცხადა,  ადამიანები პოზიციებს არ უნდა იცვლიდნენ, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში.

"მაშინდელი ჩემი კოლეგების განმარტებები დღეს ცოტათი მაცვიფრებს და მაკვირვებს, მათ შორის სააკაშვილისაც. მესმის, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და სიტუაცია დუღს, მაგრამ თუ ჩვენ 2005-2006-2007 წლებში ერთი პოზიცია გვქონდა, სხვა პოზიცია ხომ არ გვექნება ახლა წინასაარჩევნო პერიოდში 2020-ში. შეიძლება გამოჩნდა ახლა ახალი გარემოება 1938 წლის რუკის სახით და ცხადია, ჩვენ გვინდა ეს უპირატესობები გამოვიყენოთ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ აქ გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს, წინა საარჩევნო პერიოდში, პირიქით, მე მაგალითად დაინტერესებული ვარ, რომ ეს გამოძიება ძალიან მალე დასრულდეს და შესაბამისად, ყველაფერი გაირკვეს, რომ ჩემი სახელი გამართლდეს პირველ რიგში, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ კონკრეტულ საკითხში, ასევე განსაცვიფრებელია, რომ არა ჩვენ გვქონდა რაღაც სხვა დოკუმენტები, ჩვენ სხვა პოზიციებს ვიცავდით სხვა რამეებს ვაკეთებდით. თუ გვეგონა ისე იყო, დღესაც იგივე პოზიციაზე უნდა ვიყოთ. მე უფრო მომეწონებოდა ითქვას, რომ ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს იყო იმ ინფორმაციების საფუძველზე, რაც ჩვენ გვქონდა და დღესაც ეს პოზიცია უნდა გვქონდეს და ჩვენ ვიყავით მართალი. მე, მაგალითად, მართალი ვიყავი მაშინაც და დღესაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ამ წერილის ნაცვლად, დამერეკა არტურ სიზადესთან და სიტყვიერად მეთხოვა მისთვის... ნებისმიერისგან მომეწონებოდა ამის თქმა, ნებისმიერი უშიშროების საბჭოს წევრისგან, მათ შორის, სააკაშვილისგან და არა ის, რაზეც იყო საუბარი სამწუხაროდ, ახლა ჩემზე ჩვენებას მისცემს კომისიის თავმჯდომარე მანჯგალაძეო, რაღაცას დამაბრალებენო... და მე, მგონი, ამაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი და ყოვლად მიუღებელია ასეთი გაუგებარი განმარტებები ჩემთვის. ჩემი აზრით, ადამიანს პოზიცია ერთი და იგივე უნდა ჰქონდეს, მთავრობაში ყოფნის დროსაც და 13 წლის შემდგომაც, წინა საარჩევნო პერიოდში," - აღნიშნა ნოღაიდელმა "დღის კურიერში".

დღის ამბები