29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
დღეს კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - საქართველო მკურნალობის ახალ პროტოკოლზე გადადის

ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართვლოში კორონავირუსით 85 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს კი ყველაზე მაღალი -  გარდაცვალების 9 ფაქტი დადასტურდა. ინფიცირებულები ბათუმში, იმერეთსა და თბილისში კოვიდცენტრებში მკურნალობდნენ. მათი ასაკი 55-დან 78 წლამდე იყო. პაციენტების გარდაცვალება თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში სულ 2-3 შემთხვევა იყო, როდესაც ინფიცირებული მხოლოდ კრონავირუსით და არა თანმდევი დაავადებებით გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ისევ მაღალი სტატისტიკური - 569 დადასტურებული ფაქტია. ისევ მაღალია მონაცემები აჭარაში, სადაც კოვიდცენტრში 15 არასრულწლოვანია, საკარანტინე სივრცეებში კი 90-ზე მეტი მოზარდი. 24 ფეხმძიმე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. 1000-მდე პირი კი სახლში მკურნალობს. ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია იმერეთსა და თბილიში, სადაც 168 პირს ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი მიუვიდა. 

ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მზარდი სტატისტიკური მონაცემების გამო 5 მობილური ჯგუფი ხვალიდან საპასუხო ღონისძიებებს გაატარებს. ერთი ჯგუფი აჭარაში, ერთი - იმერეთში და 3 თბილისში იმუშავებს. ცვლილებები შევიდა პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში, რომელიც ითვალისწინებს 35-ვე კოვიდცენტრში ძალების თანაბარ გადანაწილებას. 

 

დღის ამბები