29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტის მისამართით - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში არჩეული მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ "ბათუმელების" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არჩეული თანამდებობის პირი კითხვამ გააღიზიანა. კერძოდ, გამოცემა დაინტერესდა, რატომ გადაადგილდებოდა ის "ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

რატომ მიაყენა შეურაცხყოფა ჟურნალისტს, ჯუმბერ ვარდმანიძემ ვერსია ორჯერ შეცვალა. ჯერ განაცხადა, რომ გაღიზიანება მისი თქმით, არასწორმა და ღირსების შემლახავმა ინფორმაციამ გამოიწვია, მოგვიანებით კი ჟურნალისტი შვილიშვილის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო. "ქართულ ოცნებაში" შეურაცხყოფას ემიჯნებიან, თუმცა, ვერ ამბობენ, რა სანქცია უნდა დაეკისროს მერს, რომელმაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

დღის ამბები