29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
"ქართული ოცნება" ცდილობს ყურადღების გადატანას ახალი გამოგონილი პრობლემით - კუბილიუსი მელაშვილი-ილიჩოვას დაკავებაზე

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ამით ყურადღების გადატანას ცდილობს:

"საქართველოს ხელისუფლებამ დააკავა ორი საჯარო მოხელე, "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის". აღნიშვნა - მოცემული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" ცდილობს ოპოზიციის ყურადღების გადატანას ახალი გამოგონილი პრობლემით, რეალურად კი, ქვეყანაში პანდემიური და ეკონომიკური პრობლემებია,"- წერს კუბილიუსი Twitter-ზე.

დღის ამბები