"წითელი ჯვარი" სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მხარეებს დაკავებულებისა და ცხედრების გაცვლის საშუალება მისცენ.
პარალელურად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დილიდან სომეხი სამხედროების მიერ ტერტერის და აღდამის რეგიონის დაბომბვის შესახებ იუწყება.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ და დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განჯაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 35 მშვიდობიანი მოქალაქე.
სომხური მხარე კი აცხადებს, რომ 27 სექტემბრის შემდეგ კონფლიქტს 480 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა.