29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ბელარუსში პოლიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო

ბელარუსში პოლიციამ საჭიროების შემთხვევაში საპროტესტო აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო. ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები კი კვლავ გრძელდება. მინსკის ქუჩებში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ისევ ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. პარალელურად ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციის დაწესებაზე შეთანხმდა ევროკავშირი. ბელარუსში საპროტესტო ტალღა მესამე თვეა არ წყდება.

დღის ამბები