გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც შუახნის კაცმა თანასოფლელს მუცელის არეში ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა.
მათ შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, მგზავრების გადაყვანას უკვაშირდება.
დაჭრილი გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული. მას ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მინდინარეობს.