29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 38 მილიონს გადააჭარბა - პანდემიის ეპიცენტრი კვლავ აშშ-ა   

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 38 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კოვიდ ინფიცირების შემთხვევების რიცხვი სწრაფად მატულობს 31 შტატში.

ზოგიერთი სახელმწიფო შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს - ჩეხეთში ხვალიდან 3 ნოემბრამდე ბარები, კლუბები და რესტორნები დაიხურება, 6 ადამიანამდე შემცირდება საჯარო ადგილებში შეკრების დასაშვები რაოდენობა, აიკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება და სავალდებულო გახდება გაჩერებებზე პირბადის ტარება.

მონაცემების ზრდის გამო ბრიტანეთის მთავრობამ ლივერპულში შეზღუდვები დააწესა. საფრანგეთში კი მაისის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიღწია.

ცნობილი ხდება, რომ კომპანია "ჯონსონმა" ერთ-ერთი მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები შეაჩერა.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს - ბოლო 24 საათში რუსეთში 125, თურქეთში 58, სომხეთში კი 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დღის ამბები