29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოკითხვა დაიწყო - ვის დაიბარებენ ნოღაიდელის შემდეგ გამოკითხვაზე

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურას კითხვები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან აქვს. დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი მასალებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ეცნობა. არქიმანდრიტი კირიონი კი, ჩვენებაში კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანზე საუბრობს.

პარალელურად პირი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, თბილისშია.

ერთ-ერთი პირველი, ვინც პროკურატურაში დაიბარეს ზურაბ ნოღაიდელია, მან "კურიერს" უკვე დაუდასტურა, რომ გამოძიებას მასთან კითხვები აქვს.

საქართველოს ტერიტორიების ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დაკავებულები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი 2 თვიანი პატიმრობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

მიიღებს თუ არა მეორე ინსტანციის სასამართლო დაცვის მხარის საჩივარს, სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა.

დღის ამბები