29 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული 72 წლის მძღოლია, რომელსაც სკოლის მოსწავლის გადაადგილება უნდა უზრუნველეყო

არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის საქმე - გარყვნილი ქმედებისთვის პოლიციამ 72 წლის მამაკაცი დააკავა.

მძიმე ისტორია იმერეთის ერთ-ერთ ქალაქს უკავშირდება.

ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ადვოკატის განცხადებით კი, სავარაუდო დანაშაულის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს ინფორმაცია თავად მიაწოდა. 

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ტაქსის მძღოლი, რომელსაც სკოლის მოსწავლის გადაადგილება უნდა უზრუნველეყო, ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარებას შეეცადა.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები