29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საქართველოში მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდება

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო საქართველო პოზიციებს კარგავს.

დღეს გამოვლენილი 478 ახალი ფაქტით, ქვეყანა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის 98-ე ადგილზეა. ცხელ წერტილად აჭარასთან ერთად უკვე დედაქალაქიც ითვლება.

საფრთხის ქვეშ არის არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება. 126-ე სკოლის მოსწავლეს და 2 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ორი ჯგუფი დაიხურა და სწავლა დისტანციურად გაგრძელდა 61-ე საჯაროს სკოლაშიც, სადაც ინფიცირებული პედაგოგია. ვირუსი დაუდასტურდა წერეთელზე 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც.

საქართველოში იმატა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. დღეს პირველად, "კოვიდ-19-ს" 8 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა​. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, საქართველოში მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდება.

დღის ამბები