29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
გახდება თუ არა ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე თბილისში შეზღუდვების დაწესება არ მოხდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ სპიკერები მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ახლო მომავალში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მოსახლეობასთან შეხვედრები ღია სივრცეში გამართონ, სადაც პირბადე მათაც და მოქალაქეებსაც ეკეთებათ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებების მოსალოდნელი გამკაცრებისა და სატრანსპორტო შეზღუდვების შესახებ საუბრობს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, საწოლების დამატებით მობილიზება მოხდება.

ამირან გამყრელიძემ კი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში 25 000 დოზა ფრანგული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შემოვიდა, ხოლო ოქტომბრის მეორე ნახევარში დანარჩენ 110 000 დოზა ვაქცინას ელოდებიან. 

დღის ამბები