29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას" - "ევროპული საქართველოს" რიტორიკა ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

"მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას" - დროებითი ზავი ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში სწორედ ამ სიტყვებით დაირღვა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ნაციონალურ მოძრაობაზე" თქვა, რომ ის რეტროგრადულ პარტიად გადაიქცა, მათი ლიდერი კი საერთო ოპოზიციური მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა. ამ კონტექსტში პირველად ახსენა ვანო მერაბიშვილიც, რომელიც, უგულავას მტკიცებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ამ პროცესში ეხმარებოდა.

გიგი უგულავას რიტორიკა წინასაარჩევნო პოლიტიკურ ისტერიად მიიჩნიეს "ნაციონალურ მოძრაობაში" და პოლიტიკურ დებატებში შესვლა აღარ ისურვეს.

ოპოზიციის ნაწილი გიგი უგულავას პათოსს იზიარებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახლა ერთმანეთთან დაპირისპირების დრო არ არის. ამასთან, თავად "ევროპული საქართველოს" წევრისთვის, ელენე ხოშტარიასთვის წინასაარჩევნო კამპანიის ასეთი ფორმა და შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის გასაყოფი მხოლოდ ერთი რამ არის - საპარლამენტო სავარძლები.

გიგი უგულავას ვიდეორგოლის გავრცელებამდე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებული იყო, რომ ერთმანეთთან პოლიტიკურ დებატებში აღარ შევიდოდნენ და დაპირისპირებას შეწყვეტდნენ.

დღის ამბები