29 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო 107 ქვეყანას შორის 26-ე ადგილზეა

2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო 107 ქვეყანას შორის 26-ე ადგილზეა. ამის შესახებ ნათქვამია შიმშილის გლობალური ინდექსის ახალ კვლევაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2000 წლის შემდეგ მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა თანდათანობით იკლებს.

საქართველო 6,1 ქულით შიმშილის დაბალი დონის ქვეყნებს შორისაა, მაგრამ ჩამორჩება რუსეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და ბულგარეთს.

საქართველოზე უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს სერბეთში, სომხეთში, ირანსა და ყირგიზეთში.

დღის ამბები