29 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს - სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა

პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. "ევროპული საქართველოს" წევრები ფრაქციის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხვებს უსვამდნენ. განხილვა ერთს საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

ფრაქციის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრებს, კითხვები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ. ამასთან, ცნობილია პარტიის პოზიცია, ფრაქცია "ევროპული საქართველო" მხარს არ უჭერს მთავრობის მიერ წარმოდგენილ სხდომას, რადგანაც მათი ლიდერების განცხადებით, ის პროექტი და პარამეტრები, რომელიც მასში არის წარმოდგენილი არ პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს. 

"ეს პროექტი, მდიდარი მთავრობისა და ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტის პროექტია, სადაც არ არის გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც საზოგადოების მდგომარეობას გააუმჯობესებს," - ასეთია "ევროპული საქართველოს" ლიდერების პოზიცია. 

რაც შეეხება ძირითად შეკითხვებს, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ლიდერები დაინტერესდნენ იმით, თუ რატომ ვერ მოიძებნა ხარჯების შესამცირებლად რესურსი და საიდან მოიძებნა რესურსი, რომ გაზრდილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები. 

სხდომა, საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში წარიმართა. 

 

 

 



 

 

 

დღის ამბები