29 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზები გაიხსნას. 

"ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური აფეთქებები გაგრძელდება საკმაოდ დიდ ხანს, რასაც, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება შეეწიროს ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი.

გამოსავალი აქედან არსებობს - საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას აშშ-ის სამხედრო ბაზები, საზღვაო ბაზები," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები