29 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 196 აჭარაში, 178 თბილისში, 65 კი იმერეთში დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 178 დედაქალაქში დადასტურდა.

ენდელაძის თქმით, აქტიური შემთხვევა ქვეყანაში 5734-ია, საიდანაც ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმე 50 პაციენტია. მათ შორის, 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ერთი კი - ცხინვალიდან.

"აჭარაში 196 შემთხვევაა, თბილისში 178 ახალი შემთხვევაა, შემდეგ მოდის იმერეთი 65 შემთხვევით, სამეგრელო-ზემო სვანეთშია  13, ქვემო ქართლში 15, შიდა ქართლში 6, გურიაში 1, მცხეთა-მთიანეთში 4 ახალი შემთხვევა," - განაცხადა მარინა ენდელაძემ

დღის ამბები