29 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ახალი კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ის გამომწვევ ვირუსს ზოგიერთ ზედაპირზე ყოფნა 28 დღის განმავლობაში შეუძლია

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 38 მილიონს უახლოვდება. ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად მატულობს ევროპის ქვეყნებში.

იტალიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია კერძო წვეულებებისა და ზოგიერთი ღონისძიების ჩატარების აკრძალვა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა ირანში. ინდოეთში კი ინფიცირების შემთხვევებმა 7 მილიონს გადააჭარბა.

გამოჯანმრთელების შესახებ იუწყება დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ექიმი აცხადებს, რომ ტრამპს საქმიანობის გაგრძელება ჩვეული რეჟიმით შეუძლია და სხვებისთვის რისკს აღარ წარმოადგენს. 

ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს კვლევის თანახმად კი, კოვიდ-19-ის გამომწვევ ვირუსს ზოგიერთ ზედაპირზე ყოფნა 28 დღის განმავლობაში შეუძლია.

რთული ეპიდსიტუაციია საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის შედეგად რუსეთში 143, თურქეთში 59, სომხეთში 4, აზერბაიჯანში კი 1 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები