29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
გასტრონომიული ფესტივალი "გაუსინჯე თბილისს გემო" დღეს დასრულდა

გასტრონომიული ფესტივალი "თეისთ თბილისი"("გაუსინჯე თბილისს გემო") დასრულდა. პროექტი უკვე მესამე კვირაა ტარდება და ქუჩის გასტრონომიით დაინტერესებულ ადამიანებს ყოველ შაბათ-კვირას მუშტაიდის პარკი მასპინძლობდა.

თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარებული პროექტი გასულ წელს დაიწყო. "თეისთ თბილისის" მთავარი მიზანი სხვადასხვა საინტერესო, სწრაფი კვების ობიექტის პოპულარიზაციაა, სადაც როგორც ევროპულ, აგრეთვე ქართულ კერძებს დააგემოვნებთ.

 

ავტორი: თეო ცუცქირიძე

დღის ამბები