29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
რა მოხდა "რიკო კრედიტში" - ფაქტი, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მოლარესთან აკრძალულ ზონაში აღმოჩნდა, ორგანიზაციაში კითხვებს ბადებს

სავარაუდო შეიარაღებული თავდასხმა "რიკო კრედიტის" ვარკეთილის ფილიალზე გამთენიის 5 საათზე მოხდა. ფილიალის ხელმძღვანელი "კურიერთან" დაყაჩაღების დეტალებს იხსენებს. ამბობს, რომ თავდამსხმელი, რომელიც მათი მოხმარებელი იყო, ფულს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყუმბარის გახსნით იმუქრებოდა. გოდერძი გოგოლაძე ჰყვება, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი საპატრულო პოლიციამ ადგილზე ცხელ კვალზე მის თვალწინ დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე კომპანია "რიკო კრედიტის" შენობაში, დღეს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა. გამოძიება ბრალდებულს 2 მუხლს ედავება.

"რიკო კრედიტში" ჰყვებიან, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მოლარესთან აკრძალულ ზონაში უსაფრთხოების ზომების დარღვევით აღმოჩნდა. ეს ფაქტი ორგანიზაციაში კითხვებს ბადებს. მოლარე და დაცვის თანამშრომელი, რომლებიც ინციდენტის დროს მუშაობდნენ, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.

დღის ამბები