29 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
არჩევნებამდე 20 დღით ადრე პოლიტიკური პარტიების ლიდერები რეგიონებსა და თბილისში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნებამდე 20 დღით ადრე პოლიტიკური პარტიების ლიდერები რეგიონებსა და თბილისში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნო.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა თელაველებს საარჩევნო გეგმები გააცნეს. მამუკა ხაზარაძემ მხარდამჭერებს კახეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ მაჟორიტარობის კანდიდატიც წარუდგინა.

გაორმაგებული პენსიები, ასევე მე-13 პენსია სტაჟის მიხედვით და საპენსიო პროგრამა გააცნო "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ თემქის ამომრჩეველს.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს,

"ისტორიული" ტური გმირთა მოედნიდან მეტროსადგურ დელისამდე - საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ღონისძიების მიზანი საბურთალოს ისტორიის გაცნობაა. ელისაშვილის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიას რეალური სახე დაკარგული აქვს.

"ქართული ოცნებიდან" სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა.

დღის ამბები