29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ზუსტად რამდენიმე საათში მოლაპარაკება დაირღვა - დაიბომბა განჯა და სტეფანაკერტი

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ზუსტად რამდენიმე საათში მოლაპარაკება დაირღვა - დაიბომბა განჯა და სტეფანაკერტი. ეს მხარეების ინფორმაციაა. ბაქო და ერევანი ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ და ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ.

აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ სომხეთმა საომარი მოქმედებებიდან 100 კილომეტრში მდებარე ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თუმცა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა მოიგერია. მსხვერპლია განჯაში. დაღუპულია 9 ადამიანი. სომხეთის ინფორმაციით კი აზერბაიჯანული მხარე, ინტენსიურ შეტევას განაგრძობს ყარაბაღის მიმართულებით და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს.

ინციდენტების პარალელურად, დაპირისპირებული მხარეების ლიდერების მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები. ილჰამ ალიევი ერთ-ერთ რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია და მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა მომდევნო 2 დღეში უნდა წარადგინოს. არაიკ ჰარუთინიანის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოფიციალურ ერევანს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით მიმართავს.

პარალელურად, ყარაბაღის აღიარებასთან დაკავშირებით დღეს მორიგი მოწოდება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ პაშინიანი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ წერილში აზერბაიჯანს კვლავ ძალადობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები