29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
თბილისში, ევროკავშირის შენობის მიმდებარედ, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

თბილისში ევროკავშირის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. თოიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.

იტალიურ ეზოში მცხოვრები ადგილობრივები"კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ დაახლოებით ნახევარი საათის წინ მათ საეჭვო ნივთი შენიშნეს. თავდაპირველად არ მიუქცევიათ ყურადღება ნივთისთვის, რომელიც სახურავზე იდო და ნაჭერში იყო შეხვეული. მას შემდეგ, რაც ნივთი ჩამოაგდეს, მიიჩნიეს, რომ ეს ხელყუმბარა იყო.

"შეხვეული იყო რაღაც ნაჭერში და იდო. ეს ნაჭერი რომ გადმოვაგდეთ სახურავიდან, გაიხსნა და გადმოვაგდეთ ეგ ნივთი. შემდეგ 112-დან ხალხი გამოვიძახეთ და მოვიდნენ დასახმარებლად. საშიშია, ახლა გამნაღმველები უნდა მოვიდნენო და ჩვენ გამოგვიყვანეს ეზოდან. ეზო დაცლილია," - განაცხადა ადგილობრივმა.

დღის ამბები