პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციის შენობას 40-მდე უცნობი პირი დაესხა თავს. პარიზის პოლიციის მიერ "ტვიტერში" გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტევისას არც ერთი პოლიციელი არ დაშავებულა.
თავდამსხმელები რკინის კეტებით და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით იყვნენ შეიარაღებულნი, მაგრამ მათ პოლიციის შენობაში შეღწევა ვერ მოახერხეს.
თავდასხმის მიზეზი ჯერ უცნობია.