29 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შესახებ ვიცოდი და გამოძიებას ვითხოვდი - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში" თვალთვალსა და უკანონო მოსმენებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ 2018 წელს გამოქვეყნებული იყო მისი პირადი ჩანაწერები. ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ იცოდა ამის შესახებ და პირველი იყო, ვინც უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვდა.

"ახლაც ისევ ისე გვისმენენ და გვითვალთვალებენ. ჩემი ჩანაწერებია 2018 წლის გამოქვეყნებული, ვინმემ გამოიძია? საჯარო სივრცეში, ტელევიზიებით ავრცელებდნენ ჩემს ჩანაწერებს, სისხლის სამართლის დანაშაულია. მიმართვის გარეშე უნდა დაიწყოს გამოძიება. ვის მივმართო? იმ პროკურატურას, რომელიც არც ერთ საქმეს არ იძიებს? ვიცოდი ამის შესახებ, პირველი ვიყავი ვინც ითხოვდა ამის გამოძიებას ფუნდამენტურად," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები