29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ზურაბ ადეიშვილი ახლო მეგობარი არ არის, ჩემი ახლო ნაცნობია - გიორგი ვაშაძე

ვინ გააკეთა იუსტიციის სახლები - პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში" განმარტა, რომ იუსტიციის სახლების პროექტი მისი და მისი გუნდის გაკეთებულია და სწორედ რომ ამ პროექტისთვის არის ის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებული.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მეგობრობას, ვაშაძე აღნიშნავს, რომ ზურაბ ადეიშვილი მისი მეგობარი არაა, თუმცა ახლო ნაცნობია. ვაშაძის თქმით, მას ზურაბ ადეიშვილთან დიდი ხანია ურთიერთობა არ ჰქონია.

"მე და ჩემს გუნდს მარტო იუსტიციის სახლების პროექტი კი არა, თითოეულ თქვენგანს გაქვთ ID ბარათი ხომ?! ეს პროექტიც ჩვენი გაკეთებულია. ბიომეტრიული პასპორტებიც ჩვენი გაკეთებულია. კომპიუტერული ცოდნის ცენტრები გავხსენით მთელს საქართველოში, რომ ინტერნეტი შეგვეყვანა თითოეულ სოფელში. უფრო მეტიც, მე და ჩემს გუნდს, 5 მინისტრი მყავს გამოცვლილი ჩემი სამინისტროში მუშაობის პერიოდში, ყველა მინისტრმა იცოდა, რომ მე ჩემს საქმეში ვიყავი აბსოლუტურად დამოუკიდებელი, დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს და ყველა მათგანი რა თქმა უნდა მხარს უჭერდა ჩემს იმ საქმიანობას, რასაც ვაკეთებდი.

სამოქალაქო რეესტრში მე დავიწყე მუშაობა ჩუღურეთის საპასპორტოში, მაშინ ერქვა ამას საპასპორტო მაგიდა და დღეს რომ საპასპორტო მაგიდა არავის არ ახსოვს, სწორედ ჩემი და ჩემი გუნდის დამსახურებაა პირდაპირ ვამბობ.

მე ვიყავი ამ პროექტის ხელმძღვანელი ისევე, როგორც სხვა ბევრი პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ჩემს ქვეშ იყო. დიახ, იცის ზურაბ ადეიშვილმა, რომ მე ვიყავი ხელმძღვანელი. მან არაერთხელ მადლობა გადამიხადა ამისთვის.

ახლა მინდა როგორც იუსტიციის სახლი არის საათის მექანიზმივით აწყობილი აი ასე ავაწყოთ საქართველოში ყველა სფერო.

რა ვუყოთ რომ არ ვუხსენებივარ. სწორედ იუსტიციის სახლების პროექტისთვის მე ვარ ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებული, ჩემმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა წარმადგინა. რატომ არ მახსენა ზურაბ ადეიშვილმა არ ვიცი, რა ვქნათ, მას კითხეთ.

ახლო მეგობარი არ არის, მაგრამ ზურაბ ადეიშვილი ჩემი ახლო ნაცნობია, ერთად ვმუშაობდით. დიდი ხანია ბოლო პერიოდში ურთიერთობა არ მქონია, კი ბატონო - მეგობარია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები