29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ვანო ჩხარტიშვილი ჩემი მეუღლის ბიძაა, მიიტაცა თუ არა ანაბრები, ამას დეტალური გამოძიება სჭირდება - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ვანო ჩხარტიშვილთან ნათესაურ კავშირზე ისაუბრა. წამყვანის კითხვას, აფინანსებს თუ არა მას ვანო ჩხარტიშვილი, ვაშაძემ უპასუხა, რომ - არა.

ბოლოს როდის ჰქონდა გიორგი ვაშაძეს შეხვედრა ან კონტაქტი ვანო ჩხარტიშვილთან, ის დაზუსტებით ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ პირადი შეხვედრა არ ჰქონია.

"დიახ მაქვს ნათესაური კავშირი, ჩემი მეუღლის ბიძაა. ამ თემაზე მინდა რომ ვთქვა, რომ სწორედ ამიტომაა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდმა მოაწერა ხელი იმ სასამართლო რეფორმას, რომლისთვისაც არ იარსებებს არც ერთი ნათესავი, ახლობელი, ჩემი ძმაც რომ იყოს ის იქნება კანონის წინაშე თანასწორი.

ვანო ჩხარტიშვილმა მიიტაცა თუ არა ანაბრები - ამას სჭირდება დეტალური გამოძიება. პოლიტიკურად იმ დროის ხელისუფლებას ფაქტია, რომ მიუძღვის ბრალი ანაბრებთან დაკავშირებით. იყო კომისიები შექმნილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება საფუძვლიანი გამოძიება მომავალში.

ამისათვის ჩვენ პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმას უცხოელი მოსამართლეებისგან შემდგარ სასამართლოს ვაყალიბებთ ქვეყანაში, რომ თუ რამე დანაშაული არსებობდა ყველა იყოს გამოძიებული.

პირადი შეხვედრა არ მქონია ვანო ჩხარტიშვილთან. ზოგადად რომ არის ხოლმე შეკრება - მქონია, ზუსტად აღარ მახსოვს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები