29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
საიდან აქვს 1 172 837 ლარის შემოწირულობა "სტრატეგია აღმამშენებელს"- გიორგი ვაშაძის თქმით, ყველა შემომწირველი გამჭვირვალეა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ დაფინანსება 1 172 837 ლარი, რომელიც პარტიას აქვს, არის გამჭირვალე, რომელიც აუდიტშია ასახული.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარტიის შემომწირველების ნახვა ყველას შეუძლია.

"ჩვენს გუნდს აქვს კონკრეტული განვითარების გეგმა და ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო ბიზნესთან. ჩვენი ყველა შემოსავალი არის გამჭირვალე, აღრიცხულია აუდიტის სამსახურში. ჩვენ არ გვყავს კოორდინატორები, სადაც იხარჯება შავი ფული. ჩვენ ვხარჯავთ ამ თანხებს, რომ ჩვენი შინაარსი და პროგრამა მივიტანოთ ხალხამდე. ყველა შემომწირველი არის გამჭირვალე.

ერთ-ერთი გამოწვევაა ჩვენი, რომ მოგვეყვანა სუფთა წარსულის პროფესიონალები, ამიტომაც შევქმენით თაკო ჩარკვიანთან ერთად ეს პლატფორმა.

უარი ვთქვით პრინციპულად ისეთ დანახარჯებზე, რაც ახასიათებს ქართულ არჩევნებს.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფინანსური რესურსების მოზიდვაზე, დიახ, ამიტომაც გვაქვს ეს შემოწირულობა. ყველა დანახარჯი არის გამჭირვალე.

თქვენ ვერ ნახავთ ისეთ კომპონენტებს, სადაც შავი ფული იხარჯება,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები