29 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
დიდი ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება, განხორციელდება წერტილოვანი დარტყმები - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება. გამყრელიძე ამბობს, რომ კონკრეტულ დაწესებულებებში, თუკი საჭირო გახდება, ამოქმედდება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება. 

"გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს, დღეს ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორი დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება ერთ წელიწადში, ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, ამიტომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება. მაგრამ იქ, სადაც იქნება საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმები და წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც არის კლასი, სკოლაში გაჩნდა ერთი ბავშვი ინფიცირებული, კლასი შეწყვეტს სწავლას და ბავშვები გადავლენ თვითიზოლაციაში. თუ სკოლაში იქნა რამოდენიმე ბევრი შემთხვევა, შეიძლება დაისვას საკითხი იმ სკოლაში, მაგრამ არა მთლიანად სწავლის. ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში. ჩვენ უნდა ვმართოთ პროცესი ერთად სახელმწიფომ, ჩვენ ექიმებმა, დამსაქმებლებმა და თქვენ საზოგადოებამ. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ პროცესი ვმართოთ, ეკონომიკა განვითარდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები