29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
გივი ჭიჭინაძე 56%, ნანუკა ჟორჟოლიანი 31% - Survation-ის კვლევა სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარული ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. 

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა-ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარული ოლქი- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 74%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 8%, 50-50- 14%, არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს - 4%.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების რეიტინგი განსხვავდება საკუთარი პარტიის რეიტინგისგან. მაგალითად ასეა:სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარული ოლქში.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 56%

ნანუკა ჟორჟოლიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია ) - 31%

აკაკი ბობოხიძე (ევროპული საქართველო) - 11%

თორნიკე ართმელაძე (ლელო) - 1%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 1%.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ? სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 67%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 15%

ევროპული საქართველო - 7%

გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი - 6%

პატრიოტთა ალიანსი -3%

ლელო -1%

ლეიბორისტული პარტია - 1%

საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

დღის ამბები