29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
რესან კონცელიძე 47%, ლევან ვარშალომიძე 39% - მეორე ტურის ალბათობა ბათუმის მაჟორიტარულ ოლქშია

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. 

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობა -84%, ალბათ მიღებს მონაწილეობას -7%, 50-50- 7% და არ მიიღებს მონაწილეობას -2%.

ამავე ოლქში- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? ბათუმის მაჟორიტარული ოლქი, სწორედ აქ არის მეორე ტურის ალბათობა:

რესან კონცელიძე (ქართული ოცნება) - 47%

ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) - 39%

მარიამ ჯაში (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი)- 4%

ზაურ გაბაიძე (პატრიოტთა ალიანსი ) - 3%

ირაკლი კუპრაძე (ლელო) - 3%

არმაზ ახვლედიანი (ევროპული საქართველო ) - 1%

რომან ჯიქია (თავისუფალი საქართველო) - 1%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი-2%

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში- დღეს რომ საპარლამენტო არჩვენები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

ქართული ოცნება -51%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -31%

გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი- 5%

ლელო - 4%

პატრიოტთა ალიანსი -3%

ლეიბორისტული პარტია -2%

გირჩი-2%

ევროპული საქართველო - 1%

თავისუფალი დემოკრატები -1%

საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

დღის ამბები